ნიკალას მარანი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში. მარანი აშენებულია ნიკალა მღვდლიაშვილის მიერ 1928 წელს. ღვინო დაყენებულია ქვევრში, სოფელ კარდენახში მოწეული ორგანული ვენახის ყურძნისგან. ღვინის დაყენება ხდება ბუნებრივად, ხელოვნური დანამატების გარეშე.